ქსელური პროექტი
,,გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე"
მოსწავლეებმა გამოცანების სხვადასხვა სახეობის შესადგენად მოვიძიეთ მასალები მშობლიურ რაიონზე, სოფელსა და უბნებზე.
გერბი
|
||
ლაგოდეხი---—ქალაქი აღმოსავლეთ
საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქად
გამოცხადდა 1962 წელს. მოსახლეობა 6. 875 ათასი (2002წ). მდებარეობს ალაზნის
ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხის წყლის
(მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე.
ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც.
ლაგოდეხი მდებარეობს ზღვის დონიდან 435 მ,
თბილისიდან 165კმ, წნორიდან 38 კმ.
ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად
ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,60C, იანვარში
0,90C, აგვისტოში 240C. აბსოლუტური მინიმალური-230C,
აბსოლუტური მაქსიმალური 380C. ნალექები 1080 მმ წელიწადში. ლაგოდეხი
წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებებით
პირველად დამოწმებულია VIII ს-ში (ადმინისტრაციული ერთეული ლაკუასტის ხევი), როცა
ერისმთავარმა არჩილმა აქ ციხე-სიმაგრე ააგო.
XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მონასტერი.
ქალაქში არის რამდენიმე ღვინის ქარხანა, ჯანდაცვის,
განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ლაგოდეხის
სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის
რეზიდენცია.
ლაგოდეხის ისტორიული წარსული
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917
წლამდე თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან საქართველოს სსრ
სიღნაღის მაზრაში, ხოლო 1930 წლიდან დამოუკიდებელ რაიონულ ერთეულად გამოცხადდა.
არქეოლოგების მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია სათანადოდ არ არის
გამოკვლეული, თუმცა სხვადასხვა დროს აქ ნაპოვნია სასანურ-ქუფური მონეტები, ენეოლითის ხანის ნამოსახლარები "წითელი გორები" და "დამწვარი გორა",
ადრებრინჯაოს ხანის ყორღანები, გვიანბრინჯაოს ხანის სამაროვნები და მრავალი სხვა
უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ნივთები.
თანამედროვე ლაგოდეხი უძველეს ისტორიულ ტერიტორიაზე აღმოცენდა, რომელიც ჯერ
ალბანთა ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის
ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში, საბოლოოდ კი კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი
საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდა.
ლაგოდეხის სახელწოდება პირველად მოიხსენიება ჯუანშერის მატეანეში "ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასალისა", რომელშიც დამოწმებულია ტოპონიმი ლაკუასტი ანუ
ლაკვასტი (ლაკვა სულხან-საბას განმარტებით წყლიან ადგილს ნიშნავს). ლაკუასტის
სახელით ცნობილია ციხე-სიმაგრე, რომლის ფრაგმენტები დღესაც
შემორჩენილია ქალაქ ლაგოდეხში, ყაზბეგის ქუჩაზე. ისტორიული წყაროები ლაკუასტის
ციხეს მეფე არჩილის (668-718) სახელს უკავშირებენ. ცნობილია ის ფაქტიც, რომ მე-7 საუკუნეში, ლაგოდეხის ბუნებრივი სილამაზით
მოხიბლულმა მეფე არჩილმა ააგო საზაფხულო რეზიდენცია "მაჭის ციხე" (თოღა), რომელიც მდებარეობს მდინარე
მაწიმისწყლისა და ბნელი ხევის შესართავთან, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის
ტერიტორიაზე.
თვით ტოპონიმი ლაგოდეხი უფრო გვიან მე-11 საუკუნეში
გვხვდება და მოგვიანებით მკვიდრდება კიდეც. 1831 წელს აქ დაარსდა სამხედრო
დასახლება ამავე სახელწოდებით, რომელიც 1857 წელს სამოქალაქო დასახლებად გადაკეთდა
და იქცა დაბად.
ლაგოდეხში ილია ჭავჭავაძის და
მოწინავე ქართველი ინტელიგენციის თაოსნობით ჩამოსახლდნენ ქართველები საქართველოს
სხვადასხვა კუთხიდან: რაჭა, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, გურია. ქართველებთან
ერთად აქ ცხოვრობენ რუსები, პოლონელები, აზერბაიჯანელები, ოსები და სომხები.
შაჰ-აბასის შემოსევებისა და მოძალებული
ლეკიანობის შედეგად ჰერეთის უძველესი მიწა, დღევანდელი ლაგოდეხის ტერიტორია,
ქართველებისგან სრულიად დაიცალა. მეფის რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებდა
არაქართველი მოსახლეობის ჩამოსახლების პოლიტიკას. ერთიმეორისმიყოლებით იქმნებოდა
რუსული დასახლებები. ასეთი დასახლებებია: სლობოდკა(დღევანდელი კალინოვკა),
რომანოვკა...
მოწინავე ქართველი ინტელიგენცია კარგად
ხედავდა, რომ ქართული ფუძის ყოფნა-არყოფნის საკითხი საფრთხის ქვეშ იდგა. ილია
ჭავჭავაძის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სათავადაზნაურო ბანკის
აქტიური მოღვაწეობის შედეგად იწყება იმერეთის, რაჭისა და კახეთის რაიონებიდან
ქართველთა მასობრივი ჩამოსახლება ლაგოდეხში. სწორედ ილიასა და მისი თანამოაზრეების
შედეგია ის, რომ ლაგოდეხის ტერიტორიას
ქართული სული შეუნარჩუნდა. იმერლებმა,
რაჭველებმა, მეგრელებმა, სვანებმა, გურულებმა მოიყარეს თავი ამ პატარა და უაღრესად
კოლორიტულ კუთხეში. ქართველებთან ერთად აქ ჰარმონიულად თანაცხოვრობენ რუსები,
პოლონელები, აზერაიჯანელები, ოსები, სომხები.
ლაგოდეხის
მოსახლეობის ნაციონალურმა თუ კუთხურმა მრავალფეროვნებამ მნიშვნელოვანი გავლენა
იქონია ცალკეული სოფლებისა თუ საკუთრივ
ქალაქის უბნებისა და დასახლებების ჩამოყალიბებაზე.
რომანოვკა (ალექსანდრე ყაზბეგის,
ვაჟა-ფშაველასა და დ. გურამიშვილის ქუჩა). სახელწოდება მიიღო რუსეთის სამეფო
გვარიდან, რომანოვების 300 წლისთავის აღსანიშნავად. იგი რევოლუციამდე ცალკე
ტერიტორიულ ერთეულს წარმოადენდა და არ შედიოდა ქალაქის შემადგენლიბაში. 1918 წელს
რომანოვკა, როგორც ცალკეული ერთეული გაუქმდა და ლაგოდეხს გადაეცა. რომანოვკის
ტერიტორიაზე მდებარეობს ციხესიმაგრე ლაკუასტი და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.
კალინოვკა (ახალგაზრდობის, კავკასიონისა
და მეგობრობის ქუჩები). 1857-1859 წლებში
ალექსანდერე პირველმა აქ პოლონეთის აჯანყების
მონაწილეები ჩაასახლა. მოგვიანებით, მეფის მთავრობამ აქ რუსები და
უკრაინელები ჩამოასახლა. 1920 წელს აქ
გაიხსნა კალინინის სახელობის კოლმეურნეობა და უბანს ხელოვნურად ეწოდა კალინოვკა.
ვაშლოვანი (ვაშლოვანის ქუჩა).
სახელწოდება მიიღო ძველი ნასოფლარისაგან, რომელიც ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთით
მდებარეობს, სახელნწიფო ნაკრაძალის ტერიტორიაზე. სწორედ ლაგოდეხის ვაშლოვანია აღწერილი ი.
გოგებაშვილის მოთხრობაში ,,იავნანამ რა
ჰქმნა?!“.
ჯავახლების უბანი (ჯანელიძის ქუჩა). სახელწოდება მიიღო აქ
კომპაქტურად დასახლებული მესხების გამო, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული
მთავრობის მიერ 1918 წელს იქნენ ჩამოსახლებულნი. ქალაქ ლაგოდეხის გარდა მესხები ცხოვრობენ
სოფელ ხიზაბავრასა და ხიზაში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
მუზეუმი
მუზეუმის დაფუძნების
ღარიღი: 1975 წ.
მუზეუმის ტიპი
(პროფილი): ისტორიული
მუზეუმში ფუნქციონირებს სამი განყოფილება:
ა) ფონდების აღრიცხვისა და დაცვის, ბ)არქეოლოგიის, გ)ეთნოგრაფიის.
მუზეუმში
ფუნქციონირებს საგამოფენო დარბაზი მხატვრების, დიზაინერებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრების
დროებითი გამოფენისათვის.
მუზეუმის ფონდში წამყვანი ადგილი არქეოლოგიურ კოლექციას
ეკუთვნის, რომელიც განისაზღვრება 2465 ერთეულით. მასალა მოპოვებულია, როგორც შემთხვევით,
ისე არქეოლოგიური გათხრების შედეგად და მოიცავს
IV ათასწლეულიდან XVI საუკუნემდე პერიოდს.
მუზეუმის
ფონდებში დაცულია XIX-XX საუკუნის საინვენტარო ეთნოგრაფიული კოლექცია, რომელიც წარმოდგენილია:
სპილენძისა და ვერცხლის ნივთებით. საყოფაცხოვრებო ნივთებით: საწნახელით, ხის კავით,
ხალიჩებით, კევრით, აკვნით და ტანსაცმლით.
საბრძოლო აღჭურვილობა წარმოდგენილია ხმლით, ხანჯლებითა და დამბაჩით (XVIII-XIX).
ფონდებში დაცული ფოტო მასალა, რომელიც1754 ერთეულს
მოიცავს ასახავს XX საუკუნის ლაგოდეხის ცხოვრებას.
ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის მუზეუმში დაცულია XII-XX სს. სპილენძისა და ვერცხლის მონეტები, ბონები და სხვადასხვა ფულის ერთეული,
სულ 386 ერთეული. სულ მუზეუმში დაცულია 3870 ექსპონატი. მუზეუმს 2016 წლიდან მჭიდრო
ურთიერთობა აქვს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროსთან.
ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს პოლონეთის
ქ. ჩეხანოვის მუზეუმთან ხელშეკრულების დასადებად სამეცნიერო თანამშრომლობაზე და ერთობლივ
გამოფენების მოწყობაზე.
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, შექმნის ისტორია
ლაგოდეხის სახელმწიფო
ნაკრძალის დაარსების ინიციატორი, კავკასიის ფლორისა და ფაუნის მკვლევარი ლუდვიგ
მლოკოსევიჩი იყო. 1903 წელს მან პირველად წამოჭრა საიმპერატორო აკადემიის წინაშე,
საკითხი ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევის შესახებ. რუსეთის
საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ, ამ
საკითხის შესასწავლად ლაგოდეხში ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ნიკოლოზ ივანეს ძე კუზნეცოვი (1864-1932) მოავლინა.
მან ლუდვიგ მლოკოსევიჩთან ერთად ლაგოდეხის ხეობაში რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო. ექსპედიციის შედეგად გაირკვა, რომ ლაგოდეხის
ხეობაში არსებული მცენარეული საფარი წარმოადგენს
მესამეული პერიოდის ფლორის იშვიათ
მცენარეებს, რომლის უმრავლესობა არის ვიწრო-ლოკალური ენდემური სახეობები. რუსეთის
იმპერიის კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული სანაკრძალო სისტემის შექმნა,
სწორედ ამიტომ ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადება გაჭიანურდა. სამწუხაროდ,
ლუდვიგ მლოკოსევიჩი გარდაცვალების გამო ვერ მოესწრო თავისი ოცნების
განხორციელებას. მისი საქმე ნიკოლოზ კუზნეცოვმა გააგრძელა. 1911 წლის 8 ივნისს
კუზნეცოვმა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე კვლავ დასვა ლაგოდეხის
ხეობის, როგორც ბუნების უნიკალური ძეგლის, დაცვის საკითხი. რუსეთის საიმპერატორო
მეცნიერებათა აკადემიამ ამ საკითხის მოსაგვარებლად სპეციალური კომისა შექმნა.
მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად ამ საკითხის შესწავლაში თავისი წვლილი რუსეთის
გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ შეიტანა და 1912 წელს ხეობის
3500 ჰა ნაკრძალად გამოაცხადა. მეორედ
ნაკრძალი უკვე საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1929 წელს დაიბადა, 1935 წელს კი
გაფართოვდა და მას სალესავის ხევისა და ბნელი ხეობის მდინარეთა აუზები მიუერთდა.
1945 წელს ნაკრძალს ალპური და სუბალპური იალაღებიც მიუერთეს. ამ მოვლენას
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ნაკრძალმა უკვე ლაგოდეხის რაიონში
არსებული კლიმატური ზონებისა და ლანდშაფტების მთელი სპექტრი მოიცვა. საბჭოთა
კავშირის არსებობის ბოლო წლებში მისი ტერიტორია 17 818 ჰა-ს მოიცავდა. აქედან 12
146 ჰა ტყით იყო დაფარული, მინდვრებსა და ალპურ იალაღებს 4 889 ჰა, ხოლო კლდეებს
და ნაშალს 539 ჰა ეკავა.
2003 წელს დაცული
ტერიტორიის გაფართოებისა და მის ფუნქციონირებაში ახალი სფეროს-ტურიზმის
განვითარების ინტეგრირების მიზნით ლაგოდეხის ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა ორი დაცული
ტერიტორია: ლაგოდეხის სახელმწიფი ნაკრძალი(22 266 ჰა) და ლაგოდეხის აღკვეთილი
(1992 ჰა), შედეგად, ლაგოდეხის დაცულმა
ტერიტორიამ მისი ძირითადი როლის-ბუნების დაცვის პარალელურად-საგანმანათლებლო და
რეკრეაციული ფუნქციაც შეძინა.
სამოგზაურო პერიოდი
ლაგოდეხის ნაკრძალში იწყება მაისის თვიდან და გრძელდება ნოემბრამდე. თავისი
უნიკალურობითა და ხელშეუხებელი ბუნებით ლაგოდეხის ნაკრძალი სამოგზაურო-
სათავგადასავლო, ეკო-კულტურული ტურიზმის
მოყვარულთა ტურისტებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.
ფლორა და ფაუნა
ლაგოდეხის ნაკრძალი თავისი ფლორითა და ფაუნით საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი, სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ – გეოგრაფიულ პირობებს ქმნის. ამით არის განპირობებული მცენარეული საფარის მრავალფეროვნებაც. ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა ორი მესამედია თავმოყრილი. დაცულია უნიკალური რცხილნარ –წიფლნარი ფოთლოვანი ტყე და აქ წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები: წიფელი,დიადი ბოყვი, რცხილა, მდინარეთა გაყოლებაზე მურყანი; ჩნდება ლაფანი, ცაცხვი, წაბლი,უფრო იშვიათად უთხოვარი; ლაგოდეხის გენციანა და ლაგოდეხის ენძელა, რომლებიც ვიწრო ლოკალურ ენდემებს წარმოადგენენ.
ნაკრაძალი გამორჩეულია ძველი
წიფლნარფოთლოვანი ტყით, ალპური ზონის
ხელუხლებელი მდელოებით, გამყინვარების დროინდელი ტბებით, ენდემური და უძველეს
რელიქტურ სახეობათა სიუხვით, ვერტიკალური
სარტყელების დიდი დიაპაზონით. აქვეა ლაგოდეხის ყტის უმშვენიერესი ჩანჩქერიც.
ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი
მცენარეები: მლოსკევიჩის იორდასალამი, იულიას ფურისულა, ლაგოდეხის იორდასალამი.
დაფიქსირებულია მცენარეთა 1500-მდე სახეობა, მათ შორის მრავლად ვხვდებით ენდემურ სახეობებსაც.
ლაგოდეხის ნაკრძალი უმდიდრესი ფაუნით გამოირჩევა, ალპური კლდეები აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვისა
და მისი ფრთოსანი მეზობლის-კავკასიური შურთხის სამფლობელოა. მათზე ოდნავ დაბლა
ცხოვრობენ არჩვები. ამ ლამაზი მთის ანტილოპის ნახვა ლაგოდეხის ნაკრძალში ჯიხვის სიახლოვესაც შეიძლება. ლაგოდეხის დაცულ
ტერიტორიებზე ადვილად ნახავთ ირემსაც,
რომელიც ჩვეულებრივ ფოთლოვანი ტყის ბინადარია, მაგრამ აქ ხშირად ალპურ მდელოებზეც ადის. ტყეებში კი საკმაოდ ხშირია შველი-ეს მომცრო,
სწრაფი ცხოველი ჩვენი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე გრაციოზული და ლამაზი ბინადარია.
ლაგოდეხის ჭალებში ბინადრობს გარეული ღორი-მასიური, ძლიერი და საკმაოდ გონიერი
ცხოველი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული მტაცებლებიდან ყველაზე დიდი
მურა დათვია, რომლის კვალს აქაურ ტყეებსა და მთებში თითქმის ყველგან ნახავთ. სხვა
მტაცებლებიდან გვხვდება მგელი, მელა, ფოცხვერი, ტყისა და კლდის კვერნები და ტყის
კატა.
რელიგია და ისტორიული ძეგლები
რელიგია
ლაგოდეხის
შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ,,ქართლის ცხოვრება“. აქ იხსენება ნუხპატის
ხეობა. ეს ცნობა მიეკუთვნება ადრეფეოდალურ ხანას და ეხება ამ ხეობაში ქრისტიანობის
გავრცელებას. ამ ფაქტს მემატიანე უკავშირებს არჩილ მეფეს, რომელმაც ,,ხევსა
ლაკუასტისასა აღაშენა ციხექალაქი ერთი ნუხპატის ორთა წყალთ შუა“. აქედან ირკვევა, რომ წარმართი ნუხპატელები
ძალით მოუქცევიათ, რომლის შესახებ სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მკაცრი ზომების მიღება დასჭირდა ნუხპატელთა
წინააღმდეგ. ,,ყოველივე ამას თან სდევდა ციხე-ქალაქის გაძლიერებული მშენებლობა,
რაც ერთი მხრივ, უფრო მტკიცე ორგანიზაციას უქმნიდა ამ იძულებას, მეორე მხრივ
კი-ეკონომიკური ინტერესების ხასიათს ამჟღავნებს“.
მემატიანეს
ცნობით ასეთივე მშენებლობა ჩაუტარებია ლაგოდეხში მეფე არჩილს, სადაც
აუშენებია ციხე ლაკუასტისა და მაჭის ხეობაში მეფეთა სასახლე თოღა. ამაზე დ.
ჯანაშვილი შენიშნავს-,,რას დაჰხარბდა მეფე არჩილი, რომ ლაგოდეხი აირჩია
რეზიდენციად. აქ ბუნება მართალია მდიდარია ყოვლის მხრივ, ხეხილითა, ტყეებითა, ანკარა
მთის წყლებით, მაგრამ აქ მცხოვრები ხალხი მეტისმეტად გაუთლელი და ხეპრე იყო და
საჩოთირო ზნე-ჩვეულება ჰქონდა. იმათ ერქვათ ნუხპატელნი ადგილისა გამო... ცხადია,
როცა ქრისტიანობა გავრცელდა ლაგოდეხში, მას შემდეგ აშენდა აქ ეკლესიები.“ ,,ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: ,,ნუხპატელნი უწინარეს ყოვლისა იყვნენ კაცნი
წარმართნი და მხეცის ბუნებისანი.“ რა არის
მიზეზი, რომ არჩილ მეფის ცხოვრების აღმწერი ჯუანშერი ნუხპეტელებს ასე აუგად
იხსენიებს? მემატიანე ჯუანშერი კერპთაყვანისმცემლობას ქრისტიანული რელიგიის
პოზიციებიდან უყურებდა. ქრისტიანული რელიგიის იდეოლოგს კი კერპთაყვანისმცემელი მხეცად
იხსენიებს. სამწუხაროდ ნუხპეტელების შესახებ ისტორიული ცნობები არაა
შემორჩენილი. ისტორიამ მათ მწარე ბედი არგუნა. ნაწილი მტერს შეაკვდა,
ნაწილმა კი იმ კახელების ბედი გაიზიარა, რომლებიც შაჰ-აბასმა მშობლიურ კუთხეს
მოსწყვიტა და შორეულ ისპაჰანს, მაზანდერასა და ფერეიდანს გაუყენა.
არჩილ მეფის ბრძოლას ნუხპეტელთა წინააღმდეგ,
როგორც დავინახეთ, შედეგი გამოუღია. ამ ფაქტს
ს. ჯანაშია რამდენჯერმე იხსენიებს. იგი იმდენადაა საყურადღებო, რამდენადაც
კახეთში მოსულ არჩილ მეფეს ქრისტიანული რელიგიის გავრცელებასთან ერთად ფეოდალური
ურთიერთობების გაბატონებაც უცდია, რაზეც მემატიანე ჯუანშერი აღნიშნავს და ამბობს:
,,მოვიდა არჩილი კახეთად და ყოველი ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი და აზნაურ ყვნა
იგინოო.“
დღესდღეობით ლაგოდეხის ტერიტორიაზე
მოკვლეული და აღრიცხულია 50-ზე მეტი ისტორიული ძეგლი. აქედან ჰერეთის ისტორიული
პერიოდის ძეგლებს მიეკუთვნება ლაკვასტის ციხესიმაგრე, ლაგოდეხის სამონასტრო
კომპლექსი, მაჭის ციხე ეკლესიითურთ,
კართუბნის ციხე, თელის გორაზე შემორჩენილი ციხე გალავანი, ეკლესიის ნიმუშები
ჭიაურის ტერიტორიაზე, მაწიმისა და კაბლის ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების
ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც VIII საუკუნით თარიღდება. ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიაზე შემორჩენილია
ასევე გვიანფეოდალური ხანის ისტორიული ძეგლებიც.
მათ შორის ინტერესს იწვევს ლელიანის წმინდა თეოდორეს (X-XI), ფონის სამების
(XVII), არეშფერანის ხოშატის (XVII) ტაძრები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ
მიუხედავად მტრის მრავალგზის შემოსევებისა, ამ ადგილებში ხალხი განაგრძობდა
ცხოვრებას და მამაცურად ებრძოდა დამპყრობლებს.
ლაგოდეხის რაიონში ისტორიულ ძეგლებს კიდევ შეემატა 1995 წელს ლაგოდეხის
ცენტრში აშენებული სამების ეკლესია, რომელიც საქართველოს პატრიარქის ილია მეორის
მიერ იქნა კურთხეული და 2005 წელს , კართუბანში,
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი.
ლაგოდეხის საკულტო-ისტორიული ძეგლები
1.აბაშის
წილის იოანე ნათლისმცემელი (სოფ. ლელიანი)
2.თელას
,,წმინდა გიორგის“ ბაზილიკის ნანგრევები (V-VIIსს) და ,,ღვთისმშობლის“ ეკლესია (V-VII),
თელა-მთის მთავარანგელოზთა ეკლესია
(მდებარეობს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში, მთაზე, რომელსაც აგდილობრივი
მოსახლეობა თელა-მთას უწოდებს)
3. კაბალის
ციხე-გალავანი (სოფ. კაბალი)
4.ლაკუასტი
(ციხის შემორჩენილი ნანგრევი ლაგოდეხში, ყაზარმის მიმდებარე ტერიტორიაზე)
5.მაწიმის
ეკლესია (მდებარეობს მაჭის ციხე-დარბაზის
ნანგრევებში, ისტორიული გაღმა მხარე, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორია, ლაგოდეხიდან
8 კმ.)
6.მაჭის
(თოღის) ციხე-დარბაზი და ეკლესია (ისტორიული გაღმა მხარე, ლაგოდეხის ნაკრძალის
ტერიტორია, ლაგოდეხიდან 8 კმ.)
7.მონასტერი
,,დიდთა ძალითა ლაგოდეხი“ IX ს. (სახელწიფო
ნაკრძალის ტერიტორია, ქოჩალოს მთის დავაკებული ადგილი)
8.უზუნთალა
(მცირე ეკლესია სოფლიდან 8-9 კმ-ში)
9.ქალ-ქვა (სოფ. ლელიანში)
10.სოფ.
ვარდისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (ადრე ერქვა ვორონცოვკა, მე-19
საუკუნეში აგებული გერმანული ,,კირხა“)
11.სოფ,
ცოდნისკარის წმინდა გიორგი (ნანგრევები ფუნდამენტის დონეზე)
12.სოფ.
ლელიანის წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესია
(სოფლის სასაფლაოზე, XI-XII სს)
13.წმინდა
ილია მართლის ეკლესია სოფლებს კართუბანსა და მუხიანს შორის
14.სოფ.
ფონას წმინდა სამების ეკლესია XI ს.
15.ონანაურის
,,ჭრელი საყდარი“ XI-XIIსს. (ფრესკ.
ფრაგმ.)
16.ხოშატიანის
ღვთისმშობელი XI-XIII სს. (ფრესკ.) (სოფ არეშფერანიდან 3,5 კმ-ზე სასაფლაოსთან)
17.ქოჩალოს
ორნავიანი ბაზილიკა
18.ყაზანის
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, აგებული XIX
საუკუნის ბოლოს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღინიშნება საეკლესიო და სახალხო დღესასწაულები:
„ჰერეთობა“ - სახალხო დღესასწაული ტრედიციულად შემოდგომაზე აღინიშნება. ადგილობრივ მოსახლეობას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საშუალება ეძლევა გაეცნონ მუნიციპალიტეტის მიღწევებს; საპატიო მოქალაქეების, წარმატებული სპორტსმენების, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების დაჯილდოვებას. კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობენ ქორეოგრაფიული, საესტრადო და ხალხური ანსამბლები. ჰერეთობის დღესასწაულზე იმართება სპორტული შეჯიბრებები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და სხვა კულტურული ღონისძიებები.
„თევდორობა“ -
წმინდა თევდორეს ხსენების დღე. აღდგომიდან შვიდი კვირით ადრე სოფელ ლელიანში აღინიშნება, სადღესასწაულო წირვის შემდეგ იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
„მამუკაობა“ -
9 აპრილის ომში დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე - 9 აპრილს სოფელ კართუბანში აღინიშნება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გვირგვინით ამკობს მამუკა ნოზაძის საფლავს, აღევლინება სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. იმართება სპორტული და კულტურული
ღონისძიებები.
„კოსტაობა“ -
გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღინიშნება 21 სექტემბერს სოფელ არეშფერანში, სადაც იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები; აგრეთვე, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები და ეზიარონ ქართული სუფრის ადათ-წესებს.
„გიაობა“ - აფხაზეთის ომში დაღუპული გია დუღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე -
ივნისის თვეში სოფელ თამარიანში აღინიშნება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთან გვირგვინით ამკობს გია დუღაშვილის საფლავს; აღევლინება სულის მოსახსენიებელი პარაკლისი; იმართება ფეხბურთის ტურნირი და კონცერტი.
„ნოვრუზ-ბაირამობა“ - ახალ დღეს, დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ. ნოვრუზ-ბაირამობა საქართველოში მცხოვრები ერთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია და მარტის თვეში სოფელ კაბალში აღნიშნება. ღონისძიებაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, მხიარული და საზეიმო მუსიკის თანხლებით მართავენ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს.
უნიკალური
სასმელები და კერძები მუნიციპალიტეტში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საოცრად სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ლაგოდეხში კუთხურმა და ეთნიკურმა მრავალფეროვნებამ, ქართველებთან ერთად პოლონელების, რუსების, აზერბაიჯანელების, ოსებისა და სომხების თანაცხოვრებამ, გარკვეული გავლენა იქონია და ერთგვარად განაპირობა აქაური სამზარეულოს ნაირგვარობა. ტრადიციულ ქართულ კერძებთან (საცივი, ღომი, მწვადი, თევზეულით მომზადებული კერძები, ხაშლამა, ხინკალი, იმერული ხაჭაპური, ნიგვზიანი ფხალეული, რაჭული ლობიანი) ერთად, ლაგოდეხში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ოსური ხაბიზგინი, ბაქლავა, აზერბაიჯანული ქაბაბი, სომხური ტოლმა...
ლაგოდეხში, ისევე როგორც მთელს კახეთში უფრო პოპულარული ხორცის კერძებია, რაც მეცხოველეობის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ტრადიციული კერძებია:
დელიკატესად ითვლება სუკის მწვადი. მწვადი ძირითადად ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ხორცს სპეციალურ ჩხირებზე-შამფურზე აგებენ, რისთვისაც ხშირად თხილის ხის ჯოხს გამოიყენებენ. წალამი და თხილის შამფური მწვადს განსაკუთრებულ არომატს სძენს. ასევე კახურ სუფრას ამშვენებს თევზისგან მომზადებული კერძები და ხილ-ბოსტნეული. სუფრას თან ახლავს ტრადიციული სოუსი-ტყემალი, რაც ქართული სამზარეულოს აღმოჩენად ითვლება.
ლაგოდეხში ცხვება ტრადიციული მოგრძო ფორმის „შოთი“ პური. „შოთი“ პური ნავისებური ფორმის სპეციალურ ღუმელში - თონეში გამომცხვარი პურია. თონე - თიხისაგან გამოყვანილი, გამომწვარი, აგურით ან ქვით გარშემორტყმული ნაწილობრივ მიწაში ჩაფლული ღუმელია. თონე ნაკვერჩხალზე ღვივდება, მის გაცხელებულ კედლებზე ცომი ეკრობა და თანაბრად ცხვება.
ძალზედ პოპულარულია ყურძნის წვენისგან დამზადებული დესერტი - ფელამუში (თათარა) და ჩურჩხელა. ჩურჩხელას ტრადიციულად, ყურძნის კრეფის დროს - რთველზე ამზადებენ. წვენი ნელ ცეცხლზე იხარშება, შემდეგ ფქვილით აზავებენ და მასში ძაფზე აცმულ ნიგოზს ან თხილს ავლებენ. ჩურჩხელა მეტად სასარგებლო და ნოყიერი საკვებია. ძველ დროში ჩურჩხელა და ტყლაპი ქართველ მეომრებს მიჰქონდათ ლაშრობებში, რადგან იგი მცირე ადგილს იკავებდა, მეტად მაწიერი და არამალფუჭებადი იყო.
ალკოჰოლური სასმელებიდან პოპულარულია ღვინო რქაწითელი, ადესა, ჭაჭის არაყი, ადგილობრივი წარმოების ლუდი.
ჯგუფის წევრები:ქეთი ჭაუჭიძე,თათია ღონღაძე,
ნინო ღვედაშვილი, ლუკა კაპანაძე.
ნინო ღვედაშვილი, ლუკა კაპანაძე.