Pages

Wednesday, 7 March 2018

ლიტერატურათმცოდნეები და გამოცანების შემდგენლები

                            ქსელური პროექტი

 ,,გამოცანები მშობლიურ  ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე"       


       
             დამოუკიდებელი  კვლევითი  საქმიანობების  მსვლელობისას  მოსწავლეებს  შესაძლებლობა  მოგვეცა  გავცნობოდით  გამოცანის  ისეთ  სახეებს,  როგორიცაა: შარადა, რებუსი,  კროსვორდი,  ვიქტორინა, ანაგრამა...
            გამოცანის ამა თუ იმ სახის ძირითად მახასიათებლებზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბეთ საკუთარი ,,უნივერსალური" განსაზღვრებები. საკუთარ რაიონზე, სოფელსა და უბანზე  სხვადასხვა სახის გამოცანების შედგენისას  გამოვავლინეთ კრიტიკული,  შემოქმედებითი  აზროვნების უნარები, მოვახადინეთ ცოდნის ტრანსფერი,  უკეთ გავუგეთ თანაკლასელებს, შევქმენით პროდუქტი.


                                           ანაგრამა 

      ასოების გადასმით ერთი სიტყვიდან მეორის მიღება.

 
           

           







 


     


                                           გამოცანა 



ზეპირსიტყვიერების ჟანრი; საგნის ან მოვლენის პოეტური, ნართაული დახასიათება თვით ამ ობიექტის დაუსახელებლად მისი გამოცნობის მიზნით. წარმოშობით გამოცანა პირველყოფილ საზოგადოებას მიეკუთვნება; თავდპირველად მას საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა, იმ უძველეს წარმოდგენებს უკავშირდებოდა, რომლებიც საგნის ან მოვლენის საკუთარი სახელით მოხსენიებას კრძალავდა. მოგვიანებით გამოცანამ მხატვრულ-ესთეტიკური და შემეცნებითი ფუნქცია შეიძინა. მისი დანიშნულებაა ადამიანში გონებამახვილობისა და დაკვირვების უნარის აღზრდა. გამოცანის თემატიკა, შეუზღუდველია, მისი ფორმა — კომპაქტური, დახვეწილი, უმთავრესად რიტმული, ზოგჯერ რითმიანიც („ვკეცე, ვკეცე — ვერ დავკეცე“, „დავკარ ხმალი, არ დააჩნდა კვალიდა სხვა). ქართული გამოცანების პირველი შემკრებია პლატონ იოსელიანი („გამოცანანი ქართულნი“, 1835, ხელნაწერი დაცულია სანქტ-პეტერბურგში, სალტიკოვ-შჩერდრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში). ქართული გამოცანების პირველი ბეჭდური გამოცემა 1879 წელს მიეკუთვნება (შემკრები რაფიელ ერისთავი). გამოცანების ტექსტები ჩაწერილი აქვთ აკაკი წერეთელსსოსიკო მერკვილაძესმელიტონ კელენჯერიძეს, . გომელაურს და სხვებს. გამოცანა გვხვდება ფოლკლორის სხვა ჟანრებში და მხატვრულ ლიტერატურაშიც .  










   




                                                                   კროსვორდი






       კროსვორდი (ინგ:Cross-გადაკვეთა,Word-სიტყვა) — სიტყვათა თავსატეხის ყველაზე გავრცელებული ფორმა მსოფლიოში. თანამედროვე კროსვორდები ჩვეულებრივ მართკუთხა ჯვარედინი შავ-თეთრი კვადრატებისგან შედგება; თავსატეხის მიზანია თეთრი კვადრატების ასოებით შევსება ისე, რომ მათ სიტყვები (ან ფრაზები) შექმნან შვეულად ან თარაზულად, დამხმარე წინადადებების მეშვეობით, რომლებიც ამ სიყვებზე მიგვანიშნებენ. შავ კვადრატებს ასოები არ შეესაბამება და ისინი სიტყვათა განცალკევებისთვის გამოიყენება (ერთმანეთის მიყოლებით მდგომი თეთრი კვადრატების ბლოკი შეესაბამება სიტყვებს ან ფრაზებს). კვადრატები, რომელშიც პასუხი უნდა დაიწყოს დანომრილია, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვევით. ხოლო მინიშნება (დახმარება) კი ამ რიცხვებზე და ასევე მიმართულებაზე (შვეულად თუ თარაზულად) მიუთითებს.  













გამოცანა, რომელშიც გამოსაცნობი სიტყვა ან ფრაზა მოცემულია  ნახატების, ნიშნების, ასოების კომბინაციით.
     

               
 


   ,,,,,,  -ავენიკი


                
                   


  













                             შარადა

    თამაშ- გამოცანა, რომელშიც ჩაფიქრებული სიტყვა დაყოფილია ნაწილებად და თითოეულ ნაწილს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა.

                          თუკი იგივე საწვიმრის
                          მარცვალს გადასვამ თავში,
                          ის ზღაპრულ ანუ ლეგენდურ
                         ლექსად იქცევა მაშინ. (ბალადა)


                         ის რა აფრინდა, რომელმაც
                         არაგვი ჩაინადირა,
                         თუ მიხვდი, მაშინ ბგერებსაც
                         გადაუნაცვლებ ადვილად
                         სვლის სახელია ჭადრაკში,
                         გეცოდინება ადვილად. (როქი)


                         რათარეშობს, ზმუის,
                         მაგრამ  არ ჩანს თვალით,
                         გეჭიდება ზოგჯერ
                         ქუდს წაგაძრობს ძალით.
                         თუკი ნარნარ ბგერას
                         ჩაუმატებ შიგნით,
                         ტკბილად მოღუღუნე
                         საკრავია იგი. (ქნარი)


                        შეიფინა თეთრად მთაზე,
                        უდარაჯებს მწყემსი,
                        სალამურის საამური
                        მელოდია მესმის;
                        არც ჯოგია, არც ნახირი
                        მაშ რა არის, მითხარ,
                        ოთხი ბგერით გამოითქმის,
                        არ დაფიქრდე დიდხანს.
                       ახლა ქართულ ანბანიდან
                        მეცამეტე რიგით
                        სიტყვას სამი ბგერის შემდეგ,
                        ჩაუმატე შიგნით,
                        ბოლოს მტევნით დახუნძლული
                        მცენარეღა გვინდა...
                        და სახელი ქართველ მეფის
                        უკვე გამობრწყინდა,
                        ვინც ანბანი მოიგონა,
                        ჩემო პაწაწინა,
                        მერე როდის? ოცდაოთხი
                        საუკუნის წინათ. (ფარნავაზი)
  








მაჯამურები


          ეგერ მოჩანს მთაში შველი,
                         დაკუნტრუშობს მთაში....(შველი).


          ყვავილების ყოჩი ვარ და
                მიტომ მქვია ...(ყოჩივარდა).

      მომღერალი ჩიტი მყავს,
    დღე გალობით გალია,
         გარეთ როგორ გავაგდებ,
გავუკეთე...(გალია).



ლიტერატურათმცოდნეები
                
                 ჯგუფის წევრები: მარიამ ბარბაქაძე, ვერიკო გელაშვილი,
                                                                                                 ვასიკო მაჩიტიძე, მამუკა                                                                                      შუბითიძე, თეონა
                                                                                მახათაძე (სსსმ მოსწავლე
         

  გამოცანების შემდგენლები
        
ჯგუფის წევრები: ლიალია იჩქიტიძე, ნინო ბერიძე,
                                საბა ღონღაძე, ლუკა მაისურაძე,
თამთა ნოზაძე













          

No comments:

Post a Comment