Pages

Monday, 23 April 2018

პროექტის რეფლექსია, შეჯამება


სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის საჯარო სკოლა
სასწავლო პროექტი

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

ქსელური პროექტი ,,გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“

ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:    მანანა მოლოდინაშვილი
მასწავლებლის სტატუსი:   უფროსი
კლასი, რომელშიც განხორციელდა სასწავლო პროექტი:    IX კლასი

      
    ვფიქრობ, რომ სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. პროექტი, მასში მონაწილეებს, საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო უნარ-ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი. ამიტომაც ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულმა  ქსელურმა პროექტმა ,,გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“.
   მოსწავლეები  დაინტრესდნენ სიახლით,  გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით ქსელურ პროექტში. მოსწავლეებისათვის  მასლა იყო  საინტერესო და სახალისო,  ამავე დროს ეძლეოდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ სხვა სკოლების მოსწავლეებსა და მათ ნამუშევრებს.

პროექტის აღწერა
2017 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ ყველა მსურველი  მიგვიწვია  რიგით მეორე ქსელურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად : „გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“. პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება  მოგვეცა, როგორც  საჯარო და  ისე  კერძო სკოლის მოსწავლეებს. მასში ჩართული იყო 50-მდე სკოლა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. პროექტის ორგანიზატორებმა მოგვაწოდეს გეგმა, რომელსაც ვასრულებდით ეტაპობრივად, დადგენილ ვადებში. შევისწავლეთ ჩვენი  კუთხის, რაიონის ისტორია, გავესაუბრეთ სოფლის მოსახლეობას, ვიყავით მახარეთმცოდნეობის მუზეუმში.
შევქმენით რებუსები, კროსვორდები, რიცხვორდები, ანაგრამები, შარადები და გამოცანები, რომლებიც რაღაცით უკავშირდება ჩვენი რაიონის, სოფლის სინამდვილეს. ნაშრომები გავაფორმეთ ნახატებით, შევქმენით ელოქტრონული წიგნი.
ქსელურ პროექტში დავრეგისტრირდით 2017 წლის 19 ნოემბერს. შეიქმნა ერთიანი ბლოგი, რომლის მისამართია https://qseluriproqti2.blogspot.com/, აქ შესაძლებელია გავეცნოთ საქართველოს სხვადასხავა სკოლის მიერ მომზადებულ მასალებს, მათ შორისაა სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის საჯარო სკოლის IX კლასის ბლოგიც,  რომლის მისამართია: https://rifiti.blogspot.com,   სადაც განთავსებულია ინფორმაცია პროექტის შესახებ,  თუ როგორ მუშაობდა კლასი, როგორ ასრულებდა დავალებებს,  ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები, ამ პროცესების ამსახველი  მასალა. Top of FormTop of Form
ვხელმძღვანელობდი ეროვნული  სასწავლო გეგმის სტანდარტით.
პირველი შეხვედრისას მოსწავლეებს გავაცანი პროექტის სახელწოდება, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და ვადები. ისინი დაიყვნენ ჯგუფებად. ჩვენი საქმიანობა და მიზნები გავაცანით მშობლებსაც.  ჯგუფების შემადგენლობა, მათ მიერ შესრულებული სამუშაო და მიღწეული შედეგები ასახულია კლასის  ბლოგზე.
     უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს დიდი  ინტერესი  პროექტის მიმართ. აღნიშნულმა პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები, აზროვნება , მსჯელობა, თანამშრომლობა,  შემოქმედებითობა. გაიღრმავეს ცოდნა ქართულში, ისტორიაში,  ბუნებასა და გეოგრაფიაში.   ისტ-ის   გამოყენებით  შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები Pover Point-ში, იმუშავეს OURBOOX-ში, შექმნეს ბუკლეტები.
      პროექტზე მუშაობისას დასახული პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში მოსწავლეებმა გაანალიზეს, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მეტი ცოდნა, აგრეთვე სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი.  პროექტმა მათში გააღრმავა კვლევითი   უნარ-ჩვევები.
     პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა   დაეხმარა   მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში. მოსწავლეთა მოძიებული მასალები საინტერესო და სასარგებლოა მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
      სამუშაო შეხვედრების დროს თვისებურად ეჯიბრებიდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ მეგობრულები, მხიარულები, ხალისიანები, ამჟღავნებდნენ კუთხისადმი, რაიონისადმი და საკუთარი სოფლისადმი დიდ სიყვარულს. ქსელური პროექტის საშუალებით მათ უფრო უკეთ გაიცნეს და შეიყვარეს  მშობლიური რაიონი და სოფელი.
       პროექტის საშუალებით სწავლების პრინციპი აქტუალურია თანამედროვე სკოლაში, კონკრეტულად ქსელური პროექტი კი უფრო მეტ ინტერესს აღძრავს მოსწავლეებში  თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით. ქსელური პროექტი ,,გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“, რომელიც განხორციელდა, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის  საჯარო სკოლის IX კლასში,  მეტად საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისათვის. ჩართული იყო მთელი კლასი. მოსწავლეები დაინტერესდნენ მშობლიური კუთხის, რაიონის ისტორიით, ძალიან მოეწონათ რებუსების, რიცხვორდების, კროსვორდების, შარადებისა და ანაგრამების შედგენისა და გამოცნობის პროცესი. საკუთარ ნაშრომებს აფორმებდნენ ნახატებით, სურათებით...გაიხსენეს და გამოიყენეს კომპიუტერთან მუშაობის  უნარ-ჩვევები, თუ როგორ უნდა დაბეჭდონ ტექსტი, ჩაასწორონ შეცდომები, შექმნან ცხრილი,  შექმნან ბუკლეტები, შექმნან ელექტრო წიგნი, გააკეთონ მარტივი სლაიდშოუ და პრეზენტაცია წარმოადგინონ სლაიდშოუს საშუალებით, როგორ გამოიყენონ   ინტერნეტის საძიებო სისტემა... მოსწავლეები  ინტერესით ეცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნაშრომებს, რადგან ჩვენი ბლოგი დაკავშირებული იყო ქსელური პროექტის საერთო ბლოგთან, რომლის საუალებითაც შეგვეძლო გავცნობოდით ქსელურ პროექტში მონაწილე  სკოლებს...
      მოსწავლებმა კიდევ უფრო დახვეწეს კითხვისა და წერის, ტექსტის გააზრების, სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე პრეზენტაციის, სხვისი აზრის მოსმენისა და დასკვნების გამოტანის უნარი. პროექტის მიმდინარეობისას  ჩანდა, რომ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტად განუვითარდათ ფანტაზია, შემოქმედებითი უნარი,  გაიაზრეს, თუ რა მდიდარია ჩვენი მშობლიური ენა და რა სიმდიდრეს ინახავს ის.  მოსწავლეებმა აიმაღლეს ზოგადი ინტელექტი და შეიცვალა მათი დამოკიდებულება სწავლისადმი. მათ განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის უნარი. აღსანიშნავია, რომ ჩვენგან გათვალისწინებული იყო სსსმ მოსწავლის საჭიროებები, მისი უნარი და შესაძლებლობები.  რადგან აღნიშნული მოსწავლე ფლობს ინტერნეტთან მუშაობის მეთოდებს,  მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა სსსმ მოსწავლე, რომლისთვისაც ვამზადებდი შედარებით ადვილ, ადაპტირებულ საინტერესო მასალებს, რომლებიც შეესაბამებოდა მის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
          სასწავლო პროექტის მიზანი  იყო ნათელი,  კონკრეტული და გაზომვადი, სრულად შეესაბამებოდა პროექტის აქტუალობასა და ეროვნულ სასწავლო გეგმას. როგორც გეგმაშია ხაზგასმული, პროექტის მიზანია მოსწავლეებში ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარება, სწორი კითხვის, წერისა და მეტყველების უნარის ჩამოყალიბება. პატიოტული თვითშეგნების ამაღლება. გამოცანა მხოლოდ თამაში არაა.  გამოცანები ავსებენ და ავითარებენ  მოსწავლეთა ცოდნას, აყალიბებენ  მშობლიური ენისადმი სიყვარულს, აფართოებენ  გარემო სამყაროზე წარმოდგენებს. ამ ყველაფრის მისაღწევად სასარგებლოა არა მხოლოდ  გამოცანების ამოხსნა, არამედ მათი მოგონებაც. დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის მსვლელობისას მოსწავლეებმა შესაძლებლობა ქონდათ  შეეძინათ  ცოდნა  თემაზე: გამოცანა. გაეცნენ  მის ისეთ სახეებს, როგორიცაა: შარადა, რებუსი, კროსვორდი, რიცხვორდი, სკანვორდი, ვიქტორინა... გამოცანის ამა თუ იმ სახის  ძირითად მახასიათებლებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბეს საკუთარი უნივერსალური განსაზღვრება.  საკუთარ კუთხეზე სხვადასხვა  სახის გამოცანების შედგენისას მოსწავლეებმა გამოავლენეს შემოქმედებითი უნარები, გაიღრმავეს ცოდნა საკუთარი კუთხის ისტორია-წარმომავლობაზე, ღირშესანიშნაობებზე.
     პროექტის მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგია მოსწავლეთა დაინტერესება აღნიშნული საკთხებით, პროექტით გათვალისწინებული თემების შესწავლა და გათავისება თუ რა არის  რებუსი, რიცხვორდი, კროსვორდი, გამოცანა, შარადა, ანაგრამა... სასწავლო პროექტის გეგმაში ჩანს პროექტის შედეგების მდგრადობა.
პროექტის გრძელვადიანი შედეგები განისაზღვრა ესგ-ის შემდეგი პუნქტებით:
პროექტისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული (მისაღწევი) შედეგები:
ქართული ენა და ლიტერატურა ­ _ IX  კლასი

ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება
ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია  დეტალური იმფორმაციის, განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

      განხორციელებული აქტივობები შესაბამება პროექტის მიზნებს--- პროექტის ფარგლებში აღწერილი საქმიანობები, აქტივობები საკმაოდ დეტალურად არის წარმოდგენილი გეგმაში და ბლოგზეც და სრულად უწყობს ხელს   დასახული შედეგის მიღწევას. ქსელური პროექტის ვადები დასახული მიზნებისა  შედეგების მისაღწევად დეტალურად (თითოეული აქტივობისთვის) არის გაწერილი და  რეალისტურია. 
განხორციელებული პროექტის ეტაპები და ვადები:
  1. რეგისტრაცია - 19.11 . 2017 -მდე
  2. სკოლების გაცნობა/წარდგენა- 20.11-30.11. 2107 -მდე
  3. ინფორმაციის შეგროვება - 03.12.2017- 20.12.2017.-მდე
  4. შეგროვებული ინფორმაციის კვლევა - 15.01.2018 - 31. 01.2018-მდე
  5. მასალების გადარჩევა და გამოცანების შედგენა 1.02.2018-28. 02. 2018 -მდე
  6. სკოლებში პროექტის დაცვა 1.03.2018-27.03. 2018
  7. რეფლექსია. პროექტის შეჯამება 30.04.2018-15.052018-მდე

       პროექტში გათვალსიწინებულია მოსწავლეთა ცოდნის დონე, ასაკი, ინტერესი და გამოცდილება, ისინი შეესაბამება პროექტში მონაწილე მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და აკადემიურ მოსწრებას, ისინი სულად შეესაბამება პროექტით დასახული მიზნებსა და დაგეგმილ შედეგებს. კლასში სწავლობს 1 სსსმ მოსწავლე_თეონა მახათაძე, რომელიც აქტიურად ჩავრთეთ პროეტის აქტივობებში, მისთვის მზადდებოდა ადაპტირებული სასწავლო მასალა, რომელიც შეესაბამებოდა მისთვის შემუშავებულ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. ის დავალებებს ასრულებდა თავისი ჯგუფისა და მასწავლებლის დახმარებით. ეს მასალები  ასახულია პროექტის ბლოგშიც.
მიმართულება:
ზეპირმეტყველება
კითხვა

ქართ. I.  1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.


ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.



      პროექტის გეგმაში დეტალურადაა გაწერილი პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია და პროექტის წარმატების გასაზომი კრიტერიუმები, რომელიც სრულიად იძლევა პროექტის მიმდინარეობისა და პროდუქტის შეფასების საშუალებას. მასწავლებელი აკვირდებოდა მოსწავლეთა მუშაობას ყოველ ეტაპზე და საჭიროებების შემთხვევაში ეხმარებოდა მათ. ხშირად ვაწყობდით სამუშაო შეხვედრებს. შეფასებაში გამოყენებულ იქნა როგორც განმავითარებელი (ინდივიდუალურად მიეცათ რჩევები და მითითებები), ისე განმსაზღვრელი (10-ქულიანი სისტემით) მოსწავლეები შეფასდნენ შემდეგი რუბრიკების მიხედვით:

პრეზენტაცია
1
პასუხობს სათაურს/დავალებას
2
2
შემოიფარგლება კონკრეტული თემით
1
3
ფლობს აუდიტორიას
1
4
საუბრობს გამართული ლიტ. ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
5
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
1
6
ადარებს  საგნებს, ფაქტებს, მოვლენებს
1
7
იყენებს თვალსაჩინოებას
1
8
იცავს დროის ლიმიტს
1

10 ქულა


თხრობა
1
საუბრობს გამოთქმული მოსაზრების შესახებ,  ამყარებს არგუმენტებით
3
2
საუბრობს გაამართული სალიტერატურო ენით და იყენებს შესაბამის ლექსიკას.
2
3
საუბრობს თანამიმდევრულად და შემოიფარგლება კონკრეტული თემით
3
4
იცავს დროის ლიმიტს
2

10 ქულა

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
1
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
2
2
ჯგუფის წევრები უსმენენ  ერთმანეთს
2
3
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ
2
4
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
5
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
2

10
ქულა


SemoqmedebiToba (კროსვორდების, რიცხვორდების, რებუსების, შარადების, გამოცანების, ანაგრამების... შედგენა)
1
ირჩევს სამუშაო თემას
2
2.
ადგენს გეგმას, ისმენს და იზიარებს სხვების მოსაზრებას...
2
3
მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან და იყენებს დამხმარე მასალას
2
4
 აფორმებს  ნამუშევარს მხატვრულად
2
5
 ავლენს დამოუკიდებელ აზროვნებას
2

10


        მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში  ქსელური პროექტის პროექტ-გაკვეთილის გეგმაში, კლასის პროექტის ბლოგზე, სურათებსა და ვიდეორგოლებში ნათლად და უტყუარად ჩანს, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. ისინი ხალისით იკრიბებოდნენ სამუშაო შეხვედრებზე, მუშაობდნენ ინდივიდუალურად და ჯგუფებშიც, დიდი ინტერესით ასრულებდნენ დამოუკიდებელ სამუშაოებს, რაც ჩანს ფოტომასალით, ითვალისწინებდნენ მასწავლებლის შეფასებებს, აფასებდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს. მათ წინასწარ გავაცანი და განვუმარტე შეფასების რუბრიკები და პრინციპები. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები... უმრავლესობას სურდა მაღალი ნიშნის დამსახურება, რაც შეძლეს კიდეც.

     მიგვაჩნია, რომ პროექტის გეგმა სანიმუშოდაა სტრუქტურირებული,  ლოგიკურად და თანმიმდევრულად არის დაცული პროექტის ფორმატი. პროექტი გაფორმებულია ლაკონურად, აკადემიური ენით. ამაზე ზრუნავდა არამარტო მასწავლებელი, არამედ ქსელური პროექტის ინიციატორთა ჯგუფი და მონაწილე სკოლის მასწავლებლები.

       რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე დაიწერა სრულყოფილად კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დოკუმენტის გათვალისწინებით. მიგვაჩნია, პროექტის რეფლექსიის შექმნისას მოხერხდა  დასახული მიზნების მიღწევა. ყველა აქტივობა წარიმართა გეგემის შესაბამისად, მოსწავლეები ეტაპობრივად ეცნობოდნენ და სწავლობდნენ სიახლეებს, შემდეგ კი ქმნიდნენ რებუსებს, კროსვორდებს, რიცხვორდებს...
     განვახორციელეთ ყველა დაგეგმილი აქტივობა. 
     მოსწავლეებს მოეწონათ  კროსვორდების, რებუსების, რიცხვორდების შექმნა და გაფორმება,  ელექტრონული წიგნის, ბუკლეტების  შექმნა, კომპიუტერული გრაფიკისა და სხვა საშუალებების გამოყენება.
        პროექტისგან  დიდი სარგებელი მიიღეს ბავშვებმა, განივითარეს კითხვის, წერის,   ზეპირმეტყველების, შემოქმედებითი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარი, აიმაღლეს ინტელექტი და გაეცნენ კომპიუტერული სისტემის საშუალებით ინფორმაციის მოძიების, გამოყენებისა და დავალების შესრულების პრინციპებს, სალიდშოუს მომზადების საწყის ხერხებს, ელექტრონული წიგნის შექმნის სტრუქტურას...
    პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება აქტივობები არ დაგვიმატებია, რადგან ისინი ისედაც მრავლად იყო... მოდიფიცირებას კი სისტემატიურად ვახორცილელებდით მხოლოდ სსსმ მოსწავლისათვის.
    მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობას ხშირად შევთავაზებდი ბავშვებს, რათა შეძლონ უფრო თამამად და თავდაჯერებულად  საკუთარი თავის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.



ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:    მანანა მოლოდინაშვილი 





მოსწავლეებზე შუალედური დაკვირვების ცხრილი
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
IX  კლასი

დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფებში?
თანამშრომლობა შედგა.

არიან თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რა განაპირობებს მოტივაციას?
მოსწავლეები მოტივირებულნი არიან. მათ ძალიან მოსწონთ პროექტის მიმდინარეობა, უხარიათ, რომ ყველაფერს თავისი ხელით ქმნიან. მათთვის სიახლეა ქსელურ პროექტში მონაწილეობა.

აგრძელებენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ?
აგრძელებენ, რადგან სკოლაში  5 საათამდე უწევთ ყოფნა. კომპიუტერული გრაფიკის ჯგუფი დისტანციურად განაგრძობს მუშაობას 20.00-დან 21.00-მდე.

არიან თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავ­ლეები და რა არის მათი პასიურობის მიზეზი?
კლასში ერთი სსსმ მოსწავლეა: თეონა მახათაძე. ჯერჯერობით პასიური არის, თუმცა თანაკლასელები ყველანაირად ცდილობენ, რომ ის აქტიურად ჩაებას პროექტში.

მოქმედებს თუ არა პროექტის განხორ­ციელების პროცესი პრობლემის აღმოფხვრასა  და  მათ მოსწრებაზე?
მოსწავლეებმა უფრო მეტად შეიყვარეს წიგნები. იძიებენ და ახარისხებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას. ადგენენ რებუსებს, კროსვორდებს, შარადებს, გამოცანებს.







მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მანანა მოლოდინაშვილი
IX კლასი

1
რა მოლოდინებით დავიწყე პროექტზე მუშაობა?
პროექტის ავტორის პროფესიონალიზმმა განაპირობა, რომ ჩავერთე ამ პროექტში. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოსწავლეები კიდევ უფრო შეიყვარებდნენ წიგნებს, მშობლიურ კუთხეს, ინტერესით გაეცნობოდნენ გამოცანის სხვადასხვა სახეს და ტექნოლოგიური სიახლეების კვალდაკვალ ბევრ საინტერესო რესურსს შექმნიდნენ.
2
გამართლდა ჩემი მოლოდინი?
სრულად გამართლდა.


3
რა გავაკეთე იმისათვის, რომ ბავშვებს განევითარებინათ დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარები?
მოსწავლეებმა სურვილისამებრ შექმნეს სამოქმედო გეგმა და მათივე სურვილების გათვალისწინებით შეიქმნა ჯგუფები. 18 მოსწავლე რამდენიმე ჯგუფში ერთდროულად გაერთიანდა. ამგვარად შედგა  4 ჯგუფი.



4
რას გავითვალისწინებ შემდეგ პროექტზე მუშაობის პროცესში?
გავითვალისწინებ, რომ დროის მენეჯმენტი უფრო რაციონალურად გამოვიყენო.




                                                                     




               პროექტში მონაწილე მოსწავლეთა  შეფასება
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მანანა მოლოდინაშვილი
IX კლასი


სახელი, გვარი
ინ.მოძ.
კვლევა
წერა
კით
ხვა
ზეპირმეტ
ყველება
ციფრული ტექ.გამოყ.
თანამშრომ
ლობა
რესურ.
შექმნა
შემოქმედებითობა
საგ. ინტეგ.
ტრანსფერი
პრეზენ
ტაცია
შეფასება
1
თათია ღონღაძე
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
10
2
ნინო  ბერიძე
1
0,5
0,5
0,5
1
1
1
1
1
0,5
8
3
ლიალია იჩქიტიძე
1
1
1
1
1
1
1
1
1
0,5
9,5
4
საბა ღონღაძე
1
0.5
1
0,5
1
1
1
1
1
0,5
8,5
5
მარიამ ანაკიძე
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
10
6
მამუკა შუბითიძე
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
10
7
ქეთი ჭაუჭიძე
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
10
8
მარიამ გოგოლაძე
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
10
9
მარიამ ბარბაქაძე
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
10
10
მარიამ ქემაშვილი
1
1
1
1
1
1
1
1
1
0,5
9,5
11
ჯიმშერ ღამბაშიძე
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
10
12
ვასიკო მაჩიტიძე
1
0,5
1
0,5
1
1
1
1
1
0,5
8,5
13
ვენუკა გელაშვილი
1
1
1
1
1
1
1
1
1
0
9
14
თეონა მახათაძე
0,5
0,5
0,5
0,5
1
1
1
0,5
0,5
0
6
15
თამთა ნოზაძე
1
1
1
0,5
1
1
1
0,5
0,5
0,5
8
16
ლუკა კაპანაძე
1
0,5
0,5
0,5
1
1
0,5
1
1
0,5
7,5
17
ნინო ღვედაშვილი
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
10
18
ლუკა მაისურაძე
1
0,5
1
0,5
1
1
1
1
1
0,5
8,5
       
        ანალიზი - პროექტში მონაწილე 18  მოსწავლიდან:
        10 ქულა დაიმსახურა 8 მოსწავლემ
         9,5 ქულა -  2 მოსწავლემ
         9 ქულა  - 1 მოსწავლემ
         8,5 ქულა-3 მოსწავლემ
         8 ქულა  - 2 მოსწავლემ
         7,5 ქულა- 1 მოსწავლემ
         6 ქულა-1 მოსწავლემ
        რეკომენდაცია-ინდივიდუალურ მეცადინეობას საჭიროებს თეონა მახათაძე-წერის, კითხვის, ზეპირმეტყველების, პრეზენტაციის უნარების გასაუმჯობესებლად.
        მოსწავლე თამთა ნოზაძე - ზეპირმეტყველებისა და პრეზენტაციის წარდგენის უნარების გასაუმჯობესებლად.

       
  




No comments:

Post a Comment